kvleva
პრაქტიკული კვლევა დაბალი მოტივაცია-განათლების საშუალო საფეხურზე. დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და მისი აღმოფხვრის გზები მიზანი: საშუალო საფეხურზე ( X კლასებში ) მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ინტერვენციების შემუშავება და განხორციელება. მიღებული ცვლილებების ანალიზი. თანამშრომლობის გაღრმავება. შესავალი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. საზოგადოებრივი აქტივობისა და არსებული რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფენ ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევათა სრულფასოვან განვითარებას,ამიტომ ეს ჩვევები უნდა გამომუშავდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით.სასკოლო გარემოს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში. მიუხედავად იმისა, რომ