kvleva
პრაქტიკული კვლევა
დაბალი მოტივაცია-განათლების საშუალო საფეხურზე.
დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და მისი აღმოფხვრის გზები
მიზანი: საშუალო საფეხურზე (Xკლასებში ) მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის
მიზეზების დადგენა.
პრობლემის
აღმოფხვრის მიზნით ინტერვენციების შემუშავება და განხორციელება.
მიღებული ცვლილებების
ანალიზი.
თანამშრომლობის გაღრმავება.
შესავალი
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა
მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი
თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების
ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. საზოგადოებრივი აქტივობისა და არსებული
რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფენ
ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევათა სრულფასოვან განვითარებას,ამიტომ ეს ჩვევები უნდა გამომუშავდეს
სასკოლო გარემოს სრული ჩართვით.სასკოლო გარემოს
ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მოტივაციის
ამაღლება მოსწავლეებში.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მიზნად ისახავს
ისეთი სასკოლო სისტემის შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს თანაბარ შესაძლებლობებს
არიან პასიურ მოსწავლეები. მათ ახასიათებთ დაბალი მოტივაცია, დაბალი თვითშეფასება,
პესიმიზმი, ჩაკეტილობა და პიროვნული უმწეობის
განცდა.
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის
ანგარიში,რომლის მიზანია საშუალო
საფეხურზე შეისწავლოს დაბალი მოტივაციის მიზეზები, პრობლემები და დასახოს ამ
პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ცვლილებები.
ლიტერატურის მიმოხილვა
მოტივაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც ძალა, რომელიც
პიროვნებას გარკვეული ქმედებისკენ , ან სხვა
ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.მისი მრავალგვარი განმარტება არსებობს:
მოტივი არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც
აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ის იძლევა პასუხს კითხვაზე ,,რატომ?“ ადამიანის ქცევას წარმართავს ცნობისმოყვარეობა, რწმენა, ღირსება, მოლოდინი. დასჯა, შიში
და ა. შ. თანამედროვე ფსიქოლოგები მოტივის სამ ფუნქციაზე საუბრობენ: 1. მოტივი აღძრავს ქცევას.2.მოტივი აძლევს ქცევას მიმართულებას
3.მოტივი უზრუნველყოფს ქცევას.განასხვავებენ შინაგან და გარეგან მოტივაციას. შინაგანი
მოტივაცია არის მოტივი, რომელიც დაკავშირებულია განმტკიცების შინაგან წყაროებთან-სიხარულის
გრძნობა, ცნობისმოყვარეობა. მაგ;როდესაც მოსწავლეს აქვს სურვილი ისწავლოს ის შინაგანად
მოტივირებულია. გარეგანი მოტივაცია არის მოტივაცია, რომელიც იქმნება ისეთი გარე ფაქტორების
ზეგავლენით როგორიცაა დასჯა.მაგ: თუ მოსწავლეს სწავლის სურვილს აღუძრავს გარედან მოსული
სტიმული(ჯილდო,სასჯელი) მოტივაცია გარეგანია.ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის
დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით სწავლის მოთხოვნილების აღმძვრელი
შეიძლება იყოს განსხვავებული დონის მოტივაცია. ბაზისური მოთხოვნილების ეს 5 კატეგორია:1.
ფიზიოლოგიური. 2.უსაფრთხოება. 3.სოციალური 4.ეგოსი. 5.თვითრეალიზაციის ორ კლასს ქმნის-საბაზისოს,
ანუ დანაკლისის შევსებას და მეორეს-ზრდისას ანუ მეტამოთხოვნილებისას. არსებობს მიდგომა,
რომ ადამიანი ჯერ საბაზისო მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს მერე კი-მეტამოთხოვნილებებებს.(2008)ადამიანი
შემოქმედებითი არსებაა,იგი ქმნადობისთვისაა გაჩენილი, ისევე როგორც, ხე-ნაყოფისთვის. თუ ადამიანი ამ თვისებებს ვერ ამჟღავნებს, ამაში
დიდი როლი განათლების სისტემასაც მიუძღვის, აღნიშნავს მასლოუ. ეს თეორია საშუალებას
გვაძლევს მთლიანობაში აღვიქვათ მოსწავლე, რომლის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური
მოთხოვნილებები ერთმანეთს მიემართება. მაგალითად: ბავშვი, რომლის უსაფრთხოებისა და
მიკუთვნებლობის განცდას საფრთხე ექმნება მშობლების გაყრის გამო ნაკლებ ინტერესს გამოამჟღავნებს
მათემატიკის სწავლაში.თუ სკოლა საშიშ ტერიტორიაზე იმყოფება, იქ მეტი ყურადღება მიექცევა
უსაფრთხოებას, ვიდრე სწავლას. თუ მასწავლებელი ითხოვს მოსწავლისაგან იმას, რაც ეწინააღმდეგება
მოზარდთა ჯგუფის წესებს, მაშინ მოსწავლე ყურად არ იღებს მასწავლებლის სურვილს და შეიძლება
დაუპირისპირდეს კიდეც მას.ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლების ისეთ სტილს,
რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის მიღებაზე. პედაგოგმა მოსწავლე უნდა მიიღოს ისეთი,
როგორიც არის, პატივი სცენ მათ გრძნობებსა და მიდრეკილებებს. როგორც ვნახეთ მასლოუ
ხაზს უსვამს მოტივაციის ისეთ შინაგან წყაროებს,
როგორიცაა პიროვნების თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება,თვითრეალიზაციის ტენდენცია
(როჯერსი) თვითგანსაზღვრის მოთხოვნილება (დესი) (,,მოტივაცია“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრი-2013წ.) დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს (2003) რომ სწავლის პროცესში
ძირითადი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას.
,, სწავლაში ძირითადი კონკრეტი ჩვევა და ცოდნა როდია, არამედ იმ ძალების განვითარება,რომლებიც
სწავლის პროცესში ღებულობენ მონაწილეობას“. (უზნაძე 2003, გვ.415) ამ ძალების განვითარებისთვის კი საჭიროა მასწავლებელმა მოსწავლეს უჩვენოს საკუთარი შესაძლებლობების
სრულყოფის გზა. დაეხმაროს მას სწავლის პროცესის წარმართვაში.
ერთ-ერთი
ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ მოტივაციაზე საუბრისას, ესაა რწმენა. რა რწმენა
აქვთ მოსწავლეებს თავიანთი თავის კომპეტენტურობის, იმ მიზეზების შესახებ, რომელიც საფუძვლად
უდევს მათ წარმატებას თუ მარცხს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ატრიბუციისა და თვითეფექტიანობის
თეორიები.
ატრიბუცია
(მიწერა) არის ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი მიზეზების ახსნის მექანიზმი. ატრიბუციის
თეორია აღწერს თუ რით ხსნის და რას მიაწერს ადამიანი საკუთარ ქცევას.ვეინერის მიხედვით,
წარმატებისა და მარცხის მიზეზების უმეტესობა შეიძლება დავახასიათოთ სამი ნიშნის მიხედვით:
1.ლოკუსი-ქცევის
მიზეზის ადგილმდებარეობა პიროვნების შიგნით ან გარეთ.
2.სტაბილურობა-უახლოესი
მომავლის განმავლობაში დარჩება თუ არა მიზეზი იგივე.
3.კონტროლირებადობა-შეუძლია
თუ არა პიროვნებას აკონტროლოს ქცევის მიზეზი.
ვეინერი თვლის, რომ ამ 3 მახასიათებელს აქვს ძალზე
დიდი მნიშვნელობა მოტივაციისათვის, რამდენადაც სამივე გავლენას ახდენს მოლოდინსა და
ღირებულებაზე.მაგ: თუ მოსწავლეები თავიანთ მარცხს მიაწერენ სტაბილურ ფაქტორებს მაგ-საგნის
სირთულეს-მათ მომავალშიც მარცხის მოლოდინი ექნებათ, მაგრამ თუ ისინი ამ შედეგს მიაწერენ
არასტაბილურ ფაქტორებს, ვთქვათ, განწყობას ან იღბალს მათ მომავალში უკეთესი შედეგის
მიღწევის იმედი ექნებათ.
ალბერტ
ბანდურა თვითეფექტიანობას განმარტავს, როგორც ადამიანის რწმენას, რომ მას აქვს უნარი
მართოს მის ცხოვრებაზე მოქმედი მოვლენები. თვითეფექტიანობა არის ადამიანის რწმენა,
რომ მას შეუძლია კონკრეტული ქმედების შესრულება.
სოციო-კულტურული
მიდგომა გულისხმობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის წარმოქმნას, სხვადასხვა
საკითხის, ჰიპოთეზისა თუ აღმოჩენის ირგვლივ.
სოციო-კულტურული მიდგომა მოტივაციისადმი მიგვითითებს ჯგუფის საქმიანობაში
ჩართვით წაქეზებული მონაწილეობის სარგებლიანობის, იდენტობის განმტკიცების აუცილებლობას.
(მ.პ.გ.ე.ც.2013)
ბიჰევიორისტები ყურადღებას ამახვილებენ გარეგან
მოტივებზე,როგორიცაა შექება და ჯილდო. ამ სტიმულებს ისინი უწოდებენ განმამტკიცებლებს,ხოლო
განმტკიცება კი არის ამ სტიმულის მიწოდების შედეგად მიღებული ეფექტი. არსებობს პოზიტიური
და ნეგატიური განმტკიცება. მათი აზრით,ჯილდო
ის მიმზიდველი ობიექტია,რომელიც შედეგად მოსდევს გარკვეულ ქცევას. მაღალი ქულების დაპირება
წამახალისებელი სტიმულია, მაღალი შეფასების მიღება კი -ჯილდოა. დამსახურებული შექება
მიუთითებს მოსწავლის კომპეტენტურობაზე, რაც მნიშვნელოვანია მოტივაციისათვის.
ბიჰევიორისტების
აზრით, მასწავლებელმა უარი არ უნდა თქვას გარეგან განმტკიცებაზე, რომელიც იძლევა ძალიან
კარგ შედეგებს,თუმცა მასწავლებელმა არ უნდა გამოიყენოს ის გადაჭარბებულად და ყურადღება
უნდა მიაქციოს შინაგანი მოტივაციის ფორმირებასაც.
|
ბიჰევიორიზმი
|
ჰუმანისტური მიდგომა
|
კოგნიტური მიდგომა
|
სოციო-კულტურული
მიდგომა
|
|
მოტივაციის წყარო
|
გარეგანი
|
შინაგანი
|
შინაგანი
|
შინაგანი
|
|
მნიშვნელოვანი გავლენა
მოტივაციაზე
|
განმტკიცება, ჯილდო,წამახალისებელი
სტიმულები, დასჯა.
|
თვითრწმენის, თვითაქტუალიზაციის,
თვითგანსაზღვრის
მოთხოვნილებები.
|
რწმენები,
ატრიბუციები
წარმატებისა და მარცხის
შესახებ.
|
იდენტობის განმტკიცება
ჯგუფის საქმიანობაშ
ჩართვით.
|
|
თეორეტიკოსები
|
სკინერი.
|
მასლოუ,დესი
|
ვეინერი
|
ლეივი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გავაანალიზე
რა მოტივაციისადმი ოთხი ძირითადი მიდგომა ცხრილის
სახით
წარმოვადგენ მათ ძირითად არსს
პრობლემის შერჩევა.
პრაქტიკული
კვლევა ჩატარდა კარდენახის საჯარო სკოლაში. სკოლას ჰყავს 425 მოსწავლე, რომელთაგან180
მოსწავლეა დაწყებით საფეხურზე, ხოლო273- საბაზო და საშუალო საფეხურზე.
პრაქტიკული კვლევა საშუალო საფეხურზე, კერძოდ Xკლასებში ჩატარდა, სადაც ირიცხება 41 მოსწავლე.
კვლევა ჩაატარა Xა კლასის დამრიგებელმა
და მასწავლებელმა ქეთევან ჭიღლაძემ.
აღნიშნული პრაქტიკულიკვლევა გამომდინარეობს სკოლის
საჭიროებიდან. სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეების მაღალი მიღწევების უზრუნველყოფა,
რისი განხორციელება მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლების გარეშე საკმაოდ ძნელია. სწავლების
პრაქტიკა უნდა მოიცავდეს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში არსებული სიძნელეების აღმოფხვრის
მიზნით სავალდებულო, დროულ, სისტემატურ და მონაცემებზე დაფუძნებულ ჩარევას.ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეების მოტივაციის
ამაღლებისა და სწავლისა და სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პრინციპებს.
სკოლის ღირებულებები, მოლოდინები და ქცევის
წესები უნდა უზრუნველყოფდეს მისი თითოეული
წევრის ღირსების დაცვასა და სრულფასოვან სოციალურ,აკადემიურ
და პროფესიულ განვითარებას.წარმატებულ სკოლებში
რეგულარულად და ეფექტიანად აკვირდებიან და
აგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ მოსწაავლეები და როგორ ასწავლიან
მასწავლებლები. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისა
და მოსწავლეების შედეგების ამაღლების მიზნით.
სკოლის
ადმინისტრაციასთან,პედაგოგებთან, მშობლებთან და საზოგადოებრივ კათედრის წევრებთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა,
რომ სკოლაში X კლასებში რეალურად არსებობდა პრობლემა,
რაც მდგომარეობს შემდეგში: მიუხედავად იმისა,რომ პედაგოგები ეროვნული სასწავლო გეგმის
მიხედვით გეგმავენ ხალისიან და საინტერესო გაკვეთილებს, ქმნიან კეთილგანწყობილ გარემოს,
იყენებენ მოტივაციის სხვადასხვა ხერხებს, კლასის ხელმძღვანელები ატარებენ კლასის სპეციფიკიდან
გამომდინარე კლასის საათებს, მოსწავლეთა ნაწილი ინდიფერენტულია სასწავლო პროცესის მიმართ
და ხშირად აცდენენ გაკვეთილებს.
კვლევის მიზანია
საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინდიფერენტულობის მიზეზების კვლევა
და რეკომენდაციების შემუშავება არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით.
კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდა რომ პრობლემის
გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგ:
1.მოსწავლის
მხრიდან თავისი კომპეტენტურობის დაბალი რწმენა.-დაბალი თვითშეფასება.
2. მოსწავლეთა
ნაწილის დაბალი საბაზისო ცოდნა, უიმედობის განცდა და დაბალი მოლოდინები.
3.მოსწავლეთა
და მშობელთა არასწორი დამოკიდებულება, ზოგადად სწავლის, განათლების მიმართ.
4.ყურადღების
შემცირება მშობელთა მხრიდან.
5..მოსწავლეთა
ურთიერთდამოკიდებულება-ურთიერთთანამშრომლობის დაბალი კულტურა.
6.ნაკლები
ინფორმაციის არსებობა მოსწავლეთა ემოციური და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
7.მასწავლებელთა
მხრიდან ნაკლები ზრუნვა ამ ტიპის მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხის ამაღლებაზე
8. დიფერენცირებული
დავალებების, სავარჯიშოების ნაკლებად ინტენსიური გამოყენება.
9.გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა საშუალო საფეხურის პედაგოგებს
შორის.
როგორც პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს
მასწავლებლებს შორის საშუალო საფეხურზე არ
ხდება ინფორმაციის გაცვლა სისტემატურად. ნათელია ისიც რომ მშობელთა ჩართულობა დაწყებით
საფეხურზე ძალიან მაღალია, საბაზო საფეხურზე
იკლებს, ხოლო საშუალო საფეხურზე ძალიან დაბალია. რა თქმა უნდა კლასებში ტარდება მშობელთა
კრებები, ინდივიდუალური შეხვედრები მათთან. კლასის ხელმძღვანელები ატარებენ საუბრებს,
კლასის საათებს, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებების გატარება არასაკმარისი აღმოჩნდა.
რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები?
პრობლემის ზუსტად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ერთხელ კიდევ ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვები:1. რატომ
არის, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი რჩება სასწავლოპროცესის მიღმა.
2.რატომ არის
რომ ერთსა და იმავე პირობებში ერთი მოსწავლე გულმოდგინედ ასრულებს დავალებას, მეორე
კი დროს ფლანგავს,სწავლის ნაცვლად პასიურობს, ან თამაშს ირჩევს , ან ხშირად აცდენს
გაკვეთილებს.
საკვლევი პრობლემის
აქტუალობიდან გამომდინარე მქონდა შეხვედრები ადმინისტრაციასთან, კლასის პედაგოგებთან,
პარალელური კლასის ხელმძღვანელთან და კათედრის წევრებთან. შეხვედრების შედეგად შევჯერდით რისი გაუმჯობესება შეგვეძლო და რა უნდა გაგვეკეთებინა
აღნიშნული პრობლემის მიზეზების აღმოსაფხვრელად.
კვლევის მეთოდოლოგია:
ამ თავში განხილულია
საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები, მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. განხილულიაკვლევისათვის
მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
კვლევის მთავარ
კითხვაში აღნიშნული მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
*რამდენად
ხშირად , პროპორციულად და შესაბამისად იყენებენ მასწავლებლები მოტივაციის ხერხებს.
(გარეგანი-ნიშანი, ასევე შინაგანი-ვუღვიძებთ ცნობისმოყვარეობას მოსწავლეებს, ვუმაღლებთ
თვითრწმენას და ა.შ.)
*ხშირად შეაქვთ
თუ არა პედაგოგებს დიფერენცირებული სავარჯიშოები, დავალებები.
*უზიარებენ
თუ არა პედაგოგები გამოცდილებას ერთმანეთს საშუალო საფეხურზე.
*თითოეულ მოსწავლეს
აღიქვამენ თუ არა პედაგოგები როგორც პატივსაცემ პიროვნებას, ქმნიან თუ არა კეთილგანწყობოლ
გარემოს სასწავლო პროცესის დროს.
*მშობლებს
აძლევენ თუ არა ინფორმაციას მათი შვილების შესახებ ინტენსიურად და კორექტულად.
* იყენებენ
თუ არა უკუკავშირს, როგორც მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთ საინტერესო მეთოდს.
აღნიშნულ კითხვებზე
პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა.
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების
მეთოდებად გამოვიყენე: ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი,ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე
და კითხვარები.კითხვარები დავამუშავე , როგორც მშობლებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის-კონსულტაციებს
გავდიოდი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან. კვლევის ობიექტური შედეგის მიღწევის მიზნით, მეათე კლასებში
ჩავატარე ანონიმური წერა: ,,რას შევცვლიდი მე რომ მასწავლებელი ვიყო. რას გავაკეთებდი,
რომ მოსწავლეები უფრო ხალისიანები და აქტიურები ყოფილიყვნენ ჩემს გაკვეთილზე?“
ინტერვიუ, როგორც მეთოდი გამოვიყენე კათედრის წევრებთან
თანამშრომლობის საშუალებად, ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ პრობლემის მიზეზები, გამოითქვა
ვარაუდები, რაც ძალიან გამომადგა კვლევის პროცესში.
ფოკუსჯგუფი- 8-10 მოსწავლისაგან შედგებოდა. ამ ,,ჯგუფური
დისკუსიის მიზანი“ გულახდილი გარემოს შექმნა იყო. დისკუსიის დროს უკეთ ვლინდებოდა მოსწავლეთა
დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემისადმი, მათი ფსიქოლოგიური განწყობები და ემოციური
შეფასებები. ამ მეთოდმა საშუალება მომცა თვალყური მედევნებინა მოსწავლეთა აზრების ჩამოყალიბების პროცესისათვის, მომეძებნა პასუხი
კითხვაზე: ,,რატომ ფიქრობენ მოსწავლეები ასე და არა სხვაგვარად.“ გამოიკვეთა პრობლემები
და კვლევის პროცესში ჩავრთე დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე.
კითხვარები
მომზადდა როგორც მშობლებისთვის (იხ. დანართი1) ასევე
პედაგოგებისათვის.( იხ. დანართი2). გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო მოსწავლეების თითო მშობელმა.
41 მოსწავლის
მშობლისთვის გამზადებული კითხვარიდან შევსებული დამიბრუნდა 39, ხოლო პედაგოგებისათვის დამზადებული 20 კითხვარიდან დამიბრუნდა
20. შეგროვებული კითხვარების რაოდენობა მშობელთა
და პედაგოგთა რაოდენობის 95-100%-ია.
მშობლებს და
პედაგოგებს ჰქონდათ 3-6 დღე კითხვარების შესავსებად და უკან დასაბრუნებლად. დროის ეს მონაკვეთი მათ შესაძლებლობას
აძლევდათ სრულად და ყურადღებით შეევსოთ კითხვარი. მიმაჩნია რომ მიღებული კითხვარები
ზოგად წარმოდგენას ქმნის მშობლებისა და პედაგოგების შეხედულებების, მოსაზრებებისა და
დამოკიდებულებების გასაგებად მოტივაციის საკითხთან
დაკავშირებით. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და გულწრფელი აღმოჩდა მოსწავლეთა ნაწერები თემაზე: ,,მე რომ მასწავლებელი ვიყო, რას შევცვლიდი საგაკვეთილო
პროცესებში ,რას გავაკეთებდი რომ მოსწავლეები უფრო აქტიურები და ხალისიანები იყვნენ
ჩემს გაკვეთილზე. „
გამოიკვეთა
გარკვეული პრობლემები, მოთხოვნები, საინტერესო და ობიექტური შეფასებები, სხვადასხვა
შეხედულებები. მაგ; ,, ვიქნებოდი პოზიტიური, გავუგებდი ყველა მოსწავლეს ვინც გაკვეთილი
ვერ ისწავლა და შანსს მივცემდი რომ გამოესწორებინა“ ,, ობიექტურ ქულას დავწერდი და
ბავშვებს არ გავარჩევდი რაღაც პრივილეგიებით“ ,, მასწავლებელი თუ თავიდანვე ცუდ განწყობაზე
შემოდის ვკარგავ ყველანაირ ხალისს გაკვეთილზე დასწრების, ან რაიმე აქტივობაში მონაწილეობის
მიღების“ ,,მასწავლებლებმა კარგად აგვიხსნან
და ძალიან რთული დავალებები არ მოგვცენ.“ ,,დავიცავდი წესრიგს.“ ,,ვიქნებოდი
მკაცრიც და ხუმარაც.“ ,,ყველა მოსწავლეს მივაქცევდი ყურადღებას.“ და ა. შ.
მონაცემთა ანალიზმა საშუალება მომცა ჩამომეყალიბებინა
კვლევის მიგნებები:
* გამოცდილების
გაზიარების ნაკლებობა საშუალო საფეხურის პედაგოგებს შორის.
*ობიექტური
შეფასების საკითხის გადასინჯვის აუცილებლობა.
*მშობლებთან
ურთიერთობის კულტურის დახვეწა და გაღრმავება.
* მოტივაციის
ხერხების შესაბამისი და პროპორციული გამოყენების პრაქტიკის ფლობა. გამოიკვეთა, რომ
მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი იყენებს უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ გარეგანი, ან
მხოლოდ შინაგანი მოტივაციის ხერხებს.
*მშობელთა
მხრიდან ყურადღების შემცირება.
მოსწავლეთა
უმრავლესობა აქცენტს აკეთებს და ითხოვს *პოზიტიურად განწყობილ მასწავლებელს.
*ითხოვენ,
რომ მასწავლებელმა დააფასოს მათი შრომა. იშვიათ შემთხვევაში როცა ვერ მოასწრო მოსწავლემ,
რომელიც მასიურად სწავლობს არ უნდა დაუწერონ
2-3-4 ქულა.
* ითხოვენ
კეთილგანწყობილ გარემოს, კორექტულ შენიშვნებს, პატივისცემით მოპყრობას, შესაბამის დავალებებს...
* მასწავლებელმა
ყურადღება გაუნაწილოს ყველა მოსწავლეს.ერთ-ერთმა
დაწერა : ,,ძნელია იჯდე 45 წუთი ჩუმად...“
*კლასის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული სიზუსტით აღრიცხოს გაცდენები, გამოიკვლიოს
რა იწვევს ,,გამცდენ,, მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას სასწავლო პროცესის მიმართ და გაატაროს
ღონისძიებები, რომ ეს მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლას.
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში
მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის
რამდენიმე ვარიანტი:
v
მშობელთა კრების მოწვევა, სადაც გულწრფელ გარემოში ვისაუბრებთ არსებული
პრობლემების გარშემო.
v
შეფასების კრიტერიუმების გაცნობა მშობლებისათვის, და ახსნა იმისა, რომ
მოსწავლეთა შეფასების მიზანი არის არა მათი მიღწევის დონის განსჯა,არამედ დახმარება,
და მათი პროგრესისათვის ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და წახალისება.
v
აღმოჩენილი პრობლემების მოგვარების მიზნით კლასის ხელმძღვანელის თანამშრომლობა
დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარესთან. პრობლემის გამომწვევი მიზეზების კვლევა,შესწავლა
და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
v
კლასის ხელმძღვანელის ვიზიტი მოსწავლეებთან ერთად ოჯახებში. ექსტერნის
გამოცდებთან დაკავშირებით მათი ინფორმირება.
როგორც პრაქტიკა აჩვენებს მასწავლებელთა
პროფესიულმა განვითარებამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს პოზიტიური გავლენა
მოსწავლეებზე,თუ მასში ჩართულია არა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი,არამედ
მთელი სასკოლო საზოგადოება.
პროფესიული
განვითარების ეფექტი სკოლის დონეზე ცალკეული მასწავლებლების მიერ ერთმანეთისაგან იზოლირებულად
განხორციელებული ქმედებების, როგორც შესაკრებების ჯამს კი არ წარმოადგენს,არამედ იგი
იზომება პროფესიული განვითარების ფარგლებში მასწავლებლების თანამშრომლობის, ინტერაქციისა
და გამოცდილების ხარისხით. (სკოლის ბაზაზე მასწავლებეთა პროფესიული განვითარება გვ.63
2014 წელი)
v
ურთიერთდასწრების კულტურის გაღრმავება, დახვეწა,სრულყოფა.
v
რეფლექსია,გამოცდილების გაზიარება,რეკომენდაციების შემუშავება და გათვალისწინება.
v
მოტივაციის ამაღლებისა და პოზიტიური განწყობის შექმნის მიზნით ფილმის ჩვენება
მოსწავლეებისათვის.
განხორციელებული ცვლილებები
მოცემული ინტერვენციის ვარიანტების განხორციელებისათვის
მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ადმინისტრაციასთან, კონსულტაციებს გავდიოდი პედაგოგებთან,რომლებიც
მთელი წლის განმავლობაში დადიოდნენ ტრენინგზე და საინტერესო რჩევებს ვიღებდი მათგან.
მოვიწვიე მშობელთა კრება, ერთობლივი ძალებით გადავწყვიტეთ მოსწავლეების
წახალისებასა და გააქტიურებაზე ზრუნვა.
მოსწავლეებთან ერთად, ვიყავი ოჯახებში, სადაც საჭირო იყო ინდივიდუალური
მუშაობა,როგორც მშობელთან, ასევე მოსწავლესთან. ამ ჩარევას, მართლაც, მოჰყვა სასიკეთო
ცვლილება, ყველა ბავშვი მეორე დღიდანვე გამოცხადდა სკოლაში და მონაწილეობას იღებდა
საგაკვეთილო პროცესებში შესაძლებლობის მიხედვით. ასე გრძელდება დღესაც, თუმცა პერიოდული
ჩარევა აუცილებელია და ხდება კიდეც შესაბამისად.
დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღებით შეისწავლა სასწავლო პროცესში
(მეათე კლასებში) არსებული პრობლემები. ის ცალ-ცალკე ხვდებოდა პედაგოგებსა და მოსწავლეებს,
მუშაობდა კონფიდენციალურად, სკოლის შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვით. იყო
კორექტული და შედეგმაც არ დააყოვნა. მოწესრიგდა გარემო,დაძაბულობამ იკლო, კეთილგანწყობა
დამყარდა. დაკვირვების პროცესი,რასაკვირველია,გრძელდება.
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები გავაცანი მშობლებს, ვისაუბრეთ შეფასების ობიექტურობის
აუცილებლობის შესახებ და მოსწავლეებში არსებული ძლიერი მხარეების ინტენსიურ გაძლიერებაზე.
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საშუალო საფეხურის პედაგოგებს შორის
გაძლიერდა ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე,ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებისა და
რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
კათედრის წევრები ასევე ადმინისტრაციის წარმომანდგენლებიც აკვირდებოდნენ
ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, როგორც ისტორიაში,ასევე სამოქალაქო განათლებაში.მათ
წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა ეწარმოებინათ ფოკუსირებული დაკვირვება,კერძოდ, იმაზე, თუ
როგორ ვეხმარებოდი აკადემიური სირთულისა და დაბალი მოტივაციის მქონე მოსწავლეებს.
ვახერხებდი თუ არა სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ჩართვას
საგაკვეთილო პროცესში, ვიყენებდი თუ არა ეფექტურად დიფერენცირებულ დავალებებს და ვუღვივებდი
თუ არა რწმენას მათ, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ვფლობდი თუ არა მოტივაციის ხერხების
შესაბამის და ეფექტურ გამოყენების სტრატეგიას.
ჩავატარე ორ-ორი გაკვეთილი სამოქალაქო განათლებასა და ისტორიაში მეათე
კლასებში და ვცდილობდი ყურადღება გამენაწილებინა თითოეული მოსწავლისათვის. ჩემმა მცდელობამ
შედეგი ნამდვილად მოიტანა გააქტიურდნენ,როგორც ,,პასიური’’,ასევე აქტიური მოსწავლეები.
მათი ინიციატივით კვლევის პროცესში გამოუშვეს კედლის გაზეთი ,, ინოვატორი ისტორიკოსები’’,
რომელიც საინტერესო რესურსად გადავაქციეთ,
ყველა ბავშვი იყენებს მას საჭიროებისამებრ.ხშირად მეხმარება ეს რესურსი მოტივაციის
ამაღლებაში გაკვეთილის პირველი ფაზის დროს.
მოვიწვიეთ ორი კათედრის სხდომა,სადაც გავუზიარეთ ერთმანეთს მოსმენილი გაკვეთილები.
გამოცდილების გაზიარების შემდეგ ბევრი დეტალი,რომელიც აქამდე ბუნდოვნად გვეჩვენებოდა
უფრო ნათელი გახდა. ეფექტიანი უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ
შეუძლებელი არ არის მოსწავლეთა გააქტიურება, მთავარია არ მოდუნდეს პედაგოგი და ყოველთვის
ახსოვდეს აკადემიური სირთულის მოსწავლეები. და პატივისცემით ეპყობოდეს მათ.
ასეთი დასწრებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყველა კათედრის წევრის გაკვეთილს
მოვისმენთ და გავაანალიზებთ ამ კუთხით. საინტერესო იყო ის რომ ზუსტად აღნიშნულ კლასში,
ბიოლოგიის მასწავლებელმა, ჩაატარა გაკვეთილი ,რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო,ისეთი
მოსწავლეების ჩართულობა, რომელთაც აქვთ თავისი კომპეტენტურობის დაბალი რწმენა და დაბალი
საბაზისო ცოდნა.
კვლევის პრობლემა, გახდა საინტერესო ყველასთვის და ბიოლოგიის მასწავლებელიც
იყო კმაყოფილი და გახარებული, რომ მათთან თანამშრომლობა აღმოჩნდა შედეგიანი და საინტერესო.მოსწავლეებს ვაჩვენე ფილმი,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“.
დავყავი ჯგუფებად და მოსწავლეებმა გადმოსცეს
შთაბეჭდილებები.
ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეები
თვითონ აკეთებდნენ დასკვნას,რომ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ბევრი სასიკეთო საქმე და
უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ფილმის ჩვენებით,ვფიქრობ, აუმაღლდათ მათ ცნობიერება და ოპტიმისტურად შეხედეს
სამყაროსა და საკუთარ თავს.
რაც შეეხება შეფასების ობიექტურობის პრობლემას გადავწყვიტეთ რომ გავეცნოთ
შესაბამის ლიტერატურას და გავიაროთ ტრენინგები, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.
რეკომენდაციები
v
გაკვეთილის მიმდინარეობის ტემპი უნდა ითვალისწინებდეს
ყველა ბავშვის აქტივობის ბუნებრივ ტემპს.
v
გამოავლინეთ რწმენა საკუთარი მოსწავლეების შესაძლებლობების
მიმართ, ჩამოუყალიბეთ წარმატების რწმენა.
v
მოეპყარით განსაკუთრებული პატივისცემით თითოეულ მოსწავლეს
და შეხედეთ მას,როგორც პიროვნებას.
v
განიხილეთ შეცდომები ნორმალურ და საჭირო მოვლენად.
v
მოუყევით იმ ადამიანებზე,რომლებმაც გადალახეს ფიზიკური,
მენტალური ან ეკონომიური სირთულეები.
v
აღიარეთ პროგრესი და გაუმჯობესება, აღნიშნეთ კარგად
შესრულებული დავალებები.
v
ეფექტურად გამოიყენეთ როგორც შინაგანი,ასევე გარეგანი
მოტივაციის ხერხები.
v
შეიკავეთ თავი დაბალი ნიშნების წერისაგან და მოსწავლეებს,
რომლებსაც სასწავლო პროცესში ხარვეზები აქვთ დაეხმარეთ სისუსტეების დაძლევაში.
v
გამოიყენეთ როგორც განმავითარებელი,ასევე განმსაზღვრელი
შეფასებები.შეფასების კრიტერიუმების შედგენისას
ითანამშრომლეთ მშობლებთან და მოსწავლეებთან.
v
კლასის ხელმძრვანელებმა შეასრულეთ შუამავლის როლი მშობლებსა
და პედაგოგებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაში.
დასკვნა
სკოლაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა პრობლემის
მიზეზები.
v
პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა
v
მოტივაციის ხერხების ეფექტური გამოყენება
v
შეფასების ობიექტურობა
v
მშობლების მხრიდან სკოლასთან ნაკლები კომუნიკაცია.
აღნიშნული პრობლემების
აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები,გატარებული ინტერვენციების შეფასებისას
გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. სასწავლო
წლის დასასრულს მოსწავლეებთან მშობლებთან
და სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დავგეგმავ და განვახორციელებ
ექსკურსიას,რომელიც გაამყარებს კვლევის
შედეგებს და მოსწავლეებს
უფრო მეტად დაახლოვებს
ერთმანეთთან და მისცემთ
სტიმულს მომავალი სასკოლო და კლასგარეშე აქტიური
ცხოვრებისათვის.
გამოყენებული ლიტერტურა
1)
,,მოტივაცია’’- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი, -2013 წელი.
2)
გ.გახელაძე, გ.ლობჟანიძე,
ს. რატიანი -2011 წელი, ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევი’’- მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
3)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრი-2014 წელი ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება’’
4)
დიმიტრი უზნაძე-თეორიების წიგნი,
ნაწილი პირველი.
5)
ტრენინგებზე მიღებული მასალები.
კარდენახის
საჯარო სკოლის პედაგოგი, ქეთევან ჭიღლაძე,
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას. კვლევის მიზანია: საშუალო
საფეხურზე (კერძოდ
X
კლასებში) მოსწავლეთა მოტივაციისა და
ჩართულობის ხარისხის ამაღლება. თქვენი, როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
კვლევის წარმატებისათვის. მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.
ხართ
თუ არა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?
ა. დიახ.
ბ. ნაწილობრივ.
გ. არა.
2.
ატარებთ
თუ არა თქვენს შვილთან აღმზრდელობითი ხასიათის საუბარს?
ა.ხშირად.
ბ.იშვიათად
გ.საჭიროებისამებრ.
3.გაქვთ
ამომწურავი ინფორმაცია თქვენი შვილის სასკოლო ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ?
ა.დიახ.
ბ.არ
ვიცი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია რამდენად ამომწურავია.
გ.საერთოდ
არა.
4.კითხულობთ
გაკვეთილების ცხრილს და უკონტროლებთ შვილს სასწავლო ნივთებს.
ა. დიახ,
ყოველდღიურად.
ბ.იშვიათად.
გ.არასოდეს.
5.რა
ინტენსივობით აკითხავთ შვილს სკოლაში
ა.ორ
კვირაში ერთხელ
ბ.სემესტრში
ერთხელ.
გ.საერთოდ
არ ვაკითხავ.
6. რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თვენი შვილის სასკოლო
ცხოვრების შესახებ.
ა.დავდივარ
სკოლაში
ბ. მაქვს
სატელეფონო კავშირი დამრიგებელთან.
გ.ბავშვი
თავად მიყვება.
7. როგორია
თქვენი შვილის საშუალო მოსწრება მიმდინარე სასწავლო წელს.
ა.მაღალი
ბ.საშუალოზე
მაღალი
გ.საშუალო
დ. საშუალოზე
დაბალი.
8.როდესაც
პრობლემა გაქვთ სკოლასთან, ან მასწავლებელთან სად და როგორ გამოხატავთ მას?
ა.გავესაუბრები
მასწავლებელს გულახდილად.
ბ.მივაკითხავ
პირდაპირ დირექციას.
გ.განვიხილავ
სკოლის გარეთ.
9.რა
გიშლით ხელს მასწავლებელთან ხშირ კონტაქტში/
ა. დროის
სიმცირე.
ბ.ჩემს
შვილს არ უნდა ეს და იძულებული ვარ თავი შევიკავო.
გ.მეშინია
საყვედურის და უარყოფითი დახასიათების.
10. როგორ
ფიქრობთ, ვინ უნდა იზრუნოს ბავშვის სწავლა-აღზრდაზე.
ა.მხოლოდ
ოჯახმა.
ბ.მხოლოდ
გ.ორივემ
ერთად.
11. რის
შეცვლას ისურვებდით თქვენი შვილის სასკოლო-სასწავლო
ცხოვრებაში
გმადლობთ მონაწილეობისათვის.
კარდენახის
საჯარო სკოლის პედაგოგი, ქეთევან ჭიღლაძე, ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საშუალო საფეხურზე ( X კლასებში) მოტივაციის
ამაღლებისა და მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით. თქვენი,როგორც მასწავლებლის ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია
კვლევის წარმატებისათვის. მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.
ქმნით თუ არა კეთილგანწყობილ გარემოს საგაკვეთილო პროცესში?
ა)დიახ
ბ)ნაწილობრივ
გ)ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის
2.
ცდილობთ თუ არა ინტენსიურად დავალებები და სავარჯიშოები
მოარგოთ ყველანაირი შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს?
( იყენებთ თუ არა დიფერენციაციის მეთოდს)?
ა)ხშირად
ბ)იშვიათად
გ)საჭიროებისამებრ
3.
საგანთა შორის კავშირებს იყენებთ თუ არა როგორც მოტივაციის
ამაღლების ერთ-ერთ საშუალებად?
ა) დიახ,ყოველთვის
ბ)ზოგჯერ,როცა ეს შესაძლებელია თემატიკიდან
გამომდინარე
გ)არ ვიყენებ,რადგან დიდ დროს მოითხოვს
4.მოტივაციის
რომელ ხერხებს იყენებთ?
ა)მხოლოდ
შიდა მოტივაციის ხერხებს
ბ)მხოლოდ
გარე მოტივაციის ხერხებს
გ)ორივეს
ერთად
5. რომელ ხერხს
ანიჭებთ უპირატესობას და რა
მიზეზით?
6. იყენებთ
თუ არა ეფექტური შექების სტრატეგიას?(დამსახურებული- შექება, შექება ეხება კონკრეტულ
ქცევას და დანარჩენ მოსწავლეებში არ იწვევს დისკომფორტის განცდას. )
ა)ვიყენებ წარმატებულად
ბ) თავს ვიკავებ,რადგან ხშირად ვამჩნევ
სხვა ბავშვების გაღიზიანებას.
გ) არ ვიყებენ, ქულით გამოვხატე წარმატება-
წარუმატებლობას.
7.რა ქულით შეაფასებდით თქვენს თანამშრომლობის ხარისხს
მოსწავლეებთან? (3- მაღალი, 2-საშუალო,
1- დაბალი)
ა)3
ბ)2
გ)1
8. აძლევთ თუ არა საშუალებას
მოსწავლეებს თვითონ გააკეთონ არჩევანი?
ა)დიახ.
ბ)ხანდახან.
გ) მივყვები ცემს სასწავლო გეგმას.
9. თანამშრომლობთ თუ
არა თქვენს კოლეგებთან?
ა)დიახ
ბ)მხოლოდ საჭიროებისამებრ
გ)ვერ ვახერხებ
10. რა ფორმით ახორციელებთ
კოლეგებთან თანამშრომლობას?
ა) ვსაუბრობთ
ბ) ვიყენებ ,,კრიტიკული მეგობრის“
ინსტიტუსს
გ) ურთიერთდასწრებას ვაწარმოებთ
11. როდესაც პრობლემაა
მშობელთან დაკავშირებით როგორ აგვარებთ ამ ფაქტს?
ა) გავესაუბრები მშობელს გულახდილად.
ბ)მივმართავ, დახმარებას ვთხოვ დირექციას.
გ)ვეცდები თვითონ მოვაგვარო, მირჩევნია სკოლაში
ამის შესახებ არ გაიგონ.
12.ხართ თუ არა მშობელთან
ურთიერთობის დროს კეთილგანწყობილი და კორექტული ?
ა)დიახ,ვიწყებ მოსწავლის დახასიათებას ჯერ დადებითი
კუთხით და შემდეგ გადავდივარ პრობლემურ საკითხებზე.
ბ) ვეუბნები დაუფარავად სიმართლეს.
გ)ხანდახან ვახერხებ, ხან კი არ გამომდის .
13) აწარმოებთ თუ არა
თვითმონიტორინგს?
ა) დიახ
ბ)ხანდახან
გ)არა
14. რას შეცვლიდით
თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
გმადლობთ მონაწილეობისათვის!
ა) დიახ, ყოველდღიურად --- 20%
ბ) იშვიათად -- 70%
გ) არასოდეს-----10%
რა გიშლით ხელს მასწავლებელთან
ხშირ კონტაქტში?
ა) დროის სიმცირე-----75%
ბ) ჩემს შვილს არ უნდა ეს და იძულებული ვარ თავი შევიკავო-----15%
გ) მეშინია საყვედურის და უარყოფითი ხასიათების----10%
რა ინტენსივობით აკითხავთ შვილს სკოლაში?
ა) ორ კვირაში ერთხელ ---10%
ბ) სემესტრში ერთხელ--85 %
გ) საერთოდ არ ვაკითხავ---5%
პედაგოგი: ქეთევან
ჭიღლაძე
დაბალი მოტივაცია
საშუალო განათლების საფეხურზე.-კერძოდ მეათე კლასებში
კვლევის მიზანი:საშუალო
საფეხურზე დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და მისი აღმოფხვრის გზების
ძიება
რეფლექსია
2016-2017 სასწავლო
წელს ჩავატარე პედაგოგიური კვლევა ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. კვლევის ჩატარების
დასაწყისიდან აქტიურად ვთანამშრომლობდი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, კათედრის
წევრებთან და კოლეგებთან. ისინი ინფორმირებულები იყვნენ და თანამონაწილეობდნენ ჩემი
კვლევის განხორციელების პროცესში. თითოეულ მათგანს ვუხდი მადლობას გულისხმიერი თანამშრომლობისათვის.
კვლევის შედეგების
გაზიარება ხდებოდა ეტაპობრივად.კითხვარების დამუშავების,ფოკუს ჯგუფთან მუშაობის შედეგად
აღმოჩენილი პრობლემების მოგვარების მიზნით,კოლეგებთან მქონდა კონსულტაციები ინდივიდუალური მუშაობის გაძლიერებასთან დაკავშირებით
ისეთ მოსწავლეებთან, რომლებსაც უყვართ ,,სახლში ყოფნა“, ვაწარმოეთ ფოკუსირებული დაკვირვება
აღნიშნულ კლასებში და ა. შ. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო და შინაარსიანი იყო ჩვენი
თანამშრომლობა კვლევის ანგარიშის განხილვის დროს.
20 მარტს შევიკრიბეთ.
კიდევ ერთხელ გადავხედეთ კვლევის არსს, რაობას. დეტალურად განვიხილეთ კვლევის ახალი
კრიტერიუმები.განსაკუთრებით საინტერესო იყო შემდეგი კითხვები:1. რომელ ინტერვენციებს
გამოვარჩევდი, სადაც შედეგი დავინახე. 2.ამ პრობლემაზე ფიქრი კვლევის დამთავრებასთან
ერთად შევწყვიტე თუ ვაცნობიერებ რომ პრობლემა ,,მარადიულია“3. ხომ არ ვგეგმავ რაიმე
ტიპის ღონისძიებას ამ კუთხით? რა მომცა აღნიშნულმა კვლევამ, რით გამდიდრდა ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკა? და ა. შ.
მე ვუპასუხე კოლეგებს,
რომ განსაკუთრებით საინტერესო იყო მუშაობა ფოკუს ჯგუფთან, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე და შემდეგ
რეკომენდაციების მიღება და გათვალისწინება, მშობლებთან შეხვედრები. ესპრობლემა სულ
იქნება ჩემთან და მომავალში დავგეგმავ ისეთ ექსკურსიას, სადაც ყველა მოახერხებს წამოსვლას
და ღირსეულად იგრძნობს თავს.კვლევამ შედეგად მომცა ის, რომ ,,პასიური“ მოსწავლეები
გავააქტიურე გაკვეთილებზე. ამ მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ და ვუსვამ კითხვებს, ვაკვირდები,
მეტად მესმის მათი სულიერი და ემოციური განწყობა. აქტიური მოსწავლეებში კი იმატა ინიციატივებმა.გავუფრთხილდები
ამ მონაპოვარს.
შეფასების ჯგუფის
წევრებმა მიმითითეს, რომ საჭირო იყო რეფლექსიის დაწერა, სადაც გამოჩნდებოდა ანგარიშის
გაცნობის შემდეგ კვლევის შედეგების გაზიარება და უკუკავშირიც. დავწერე რეფლექსია და
ვფიქრობ, ჩემი კვლევა უფრო სრულყოფილი გახდა. იმსჯელეს რომ სათითაოდ გაეცნობოდნენ ანგარიშს
და შემდეგ მოიწვევდნენ შეხედრას.აღნიშნულმა შეხვედრებმა კიდევ მეტად დამაახლოვა ჩემს
თანამშრომლებთან, გამახალისა და მომცა სტიმული შემდგომო საქმიანობისთვის. იყო პოზიტიური
და თბილი გარემო. მადლობა ყველას!
შეფასების ჯგუფის
რეფლექსია
კვლევა: დაბალი მოტივაცია-განათლების
საშუალო საფეხურზე.
დაბალი მოტივაციის
გამომწვევი მიზეზები და მისი აღმოფხვრის გზები.
საზოგადოებრივი მეცნიერებების
კათედრის წევრმა ქეთევან ჭიღლაძემ 2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში დაგეგმა
და ჩაატარა პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ჩართულობის
ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენდა. გავეცანით კვლევის ანგარიშს და წარმოდგენილ მასალებზე
დაყრდნობით მოვამზადეთ რეფლექსია.
კვლევა მიზნის შესაბამისად
არის წარმართული. მიზნობრივ ჯგუფად პედაგოგის მიერ შერჩეული იქნა საშუალო საფეხური,
კერძოდ, მეათე კლასის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.მათ შეავსეს ანონიმური
კითხვარები.
პედაგოგის მიერ დამუშავებული
იქნა შესაბამისი ლიტერატურა. იგი აქტიურად ეცადა გამოეკვლია დაბალი მოტივაციის გამომწვევი
მიზეზები და დაესახა პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული
გზები. შეიმუშავა გეგმა, გაეცნო კვლევის მეთოდოლოგიას,შექმნა ფოკუს-ჯგუფები,განახორციელა
მთელი რიგი აქტივობები:
ა) კონსულტაციების
მიღება კოლეგებისა და ადმინისტრაციის წევრებისაგან.
ბ)თანამშრომლობა დისციპლინურ
კომიტეტთან
გ)მოსწავლეებთან ინდივიდუალური
მუშაობა და ვიზიტები ოჯახებში.
დ)ინტერვიუს მეთოდი.
ანკეტების შევსება.
ე) ფოკუსირებული დაკვირვება---გაკვეთილზე
ურთიერთდასწრების, თანამშრომლობითი კულტურის დახვეწა-გაღრმავების, გამოცდილების გაზიარების,რეკომენდაციების შემუშავებისა
და მათი სრულყოფის მიზნით. პედაგოგი ცდილობდა და აღწევდა კიდეც სხვადასხვა შესაძლებლობის
მქონე მოსწავლეთა ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.
მასწავლებლის მიერ ჩატარდა 4 გაკვეთილი. მათ შორის
2 საგანში ისტორია, 2 საგანში სამოქალაქო განათლება. გაკვეთილის გეგმები და გამოყენებული
რესურსები თან ერთვის კვლევას დანართის სახით.
დირექციისა და შეფასების ჯგუფის მიერ დაწერილი რეფლექსიებიც
ერთვის გაკვეთილის ანალიზის ფორმასთან ერთად. პედაგოგი
აწარმოებდა დღიურებს, ჩანაწერებს,
ითვალისწინებდა შეფასების ჯგუფის,ასევე კათედრის
წევრთა რეკომენდაციებს, რაც ასახული აქვს თავის რეფლექსიაში.
კრიტერიუმების მიხედვით
შეფასება ასეთია:
1.-4--ანგარიში
ნათლად და დამაჯერებლად არის დასაბუთებული,რომ საკვლევი პრობლემა გამომდინარეობს მის პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებიდან.ასევე სრულად
არის აღწერილი სარგებელი რაც შეიძლება მიიღონ კვლევისგან.
2.-4--- კვლევის მიზანი სრულყოფილად
და ნათლად არის ჩამოყალიბებული და სრულად
შეესაბამება საკვლევ პრობლემატიკას.
3.-3---საკვლევი კითხვები
ჩამოყალიბებულია და მათზე პასუხის გაცემა ძირითადად უზრუნველყოფს კვლევის მიზნის მიღწევას.
4.-3--წარმოდგენილი
მონაცემები და ლიტერატურა საკმარისია კვლევისთვის, საკვლევი საკითხის რელევანტურია,თუმცა შეიძლებოდა მეტი ლიტერატურის განხილვა და
ბიბლიოგრაფიის დახვეწა.
5.-3-მონაცემთა შეგროვების მეთოდები შესაბამისობაშია კვლევის
მიზანთან და ძირითადად პასუხს
სცემს საკვლევ კითხვებს.
6.-3-კვლევის ანგარიშში ძირითადად სწორად არის წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი.
7.-4 --დაგეგმილი და განხორციელებულია
მრავალფეროვანი ინტერვენციები,რომლებიც სრულად ეყრდნობიან მონაცემთა ანალიზის შედეგებს.
შეფასებულია ინტერვენციების ეფექტიანობქა და
შემუშავებულია რელევენტური რეკომენდაციები.
8.-3 --კვლევის ანგარიშის
ყველა ნაწილს აქვს არგუმენტაცია და დასკვნები,რომლებიც დაკავშირებულია ძირითადად საკვლევ საკითხთან,მაგრამ მკვლევარს შეეძლო კიდევ უფრო დამაჯერებლად
წარმოედგინა ისინი.
9.-4--კვლევის ანგარიში
სანიმუშოდაა სტრუქტურირებული სრულად და თანმიმდევრულად არის დაცული კვლევის ანგარიშის ფორმატი.წარმოდგენილია
ტესტები,დიაგრამები და ცხრილები.
10.-4 კვლევის ანგარიშს
ახლავს რეფლექსია,რომელშიც მასწავლებელი აღწერს
რა გზით მოახდინა კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის და აანალიზებს მიღებულ უკუკავშირს.
კვლევა შეფასების
ჯგუფის მიერ საბოლოოდ შეფასდა 35 ქულით.
შეფასების ჯგუფის
წევრები: მაია ღლიღვაშვილი
ანნა სიბოშვილი
ეკა ბასილაშვილი
ნატალია
სესიაშვილი
ჟუჟუნა ტაბუცაძე
Комментарии
Отправить комментарий